„ნაციონალური მოძრაობის" სახით საქმე გვაქვს ექსტრემისტების ბანდასთან, რომელიც ქვეყანას მტრობს და მზად არის, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ქართველების სისხლი დაღვაროს", - ამის შესახებ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას სანდრო ბრეგაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოდგილე გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ნაციონალებს მონანიებისა და საზოგადოებაში დაბრუნების შანსი მისცა, მაგრამ „სააკაშვილის ნარჩენებმა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას" ჰუმანურობა სისუსტეში ჩაუთვალეს".
„ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს სუსტი ხელისუფლება ჰყავს, რომლის დამხობაც შეუძლიათ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და არც მომავალში გამოუვათ რამე, რადგან ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებენ. პირდაპირ ვაცხადებ: ნაცავანტიურისტები თავიანთ არასახელმწიფოებრივ გეგმებს სისრულეში ვერ მოიყვანენ", - განაცხადა ბრეგაძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)