ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანია „ბი-ბი-სი" ეხმაურება. საერთაშორისო რეპორტიორი რაიან დემიტრი ლონდონის სტუდიაში სანდრო ეულის ქუჩიდან ჩაერთო.
„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყნის დემოკრატიის იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის საკითხთან დაკავშირებით, საფრთხე არ უნდა შეექმნას. „რუსთავი 2" უკვე ჩართულია სამართლებრივ დავაში მის მფლობელობასთან დაკავშირებით. ამასთან, ოპოზიციას აქვს პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, რომ ის ცდილობს ქვეყანაში კრიტიკული ხმა ჩაახშოს. ხელისუფლება კი ტელეკომპანიის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევას უარყოფს. თუმცა, არხის ხელმძღვანელობის საკითხთან დაკავშირებით, აშშ და ევროკავშირი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს", - აცხადებს „ბი-ბი-სი"-ს კორესპოდენტი.