სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი უკრაინულ საიტზე გავრცელებულ წამების ამსახველ ვიდეომასალაზე საუბრობს და მორიგი სკანდალური ვიდეოების გამოქვეყნებას აანონსებს. ამის შესახებ წითელაშვილი „კვირის ქრონიკას" ესაუბრა და აქვე განმარტა, რომ აღნიშნული ვიდეომასალის გამოქვეყნება მიხეილ სააკაშვილსა და იგორ კოლომოისკის დაპირისპირებას უკავშირდება.
„იგორ კოლომოისკისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება სერიოზულ ფაზაში გადავიდა. კოლომოისკი საკმაოდ გავლენიანი ოლიგარქია უკრაინაში, მან დაიმუქრა, რომ მიშას ჩაძირავდა. მის რეფორმებს ნიღაბს ჩამოხსნიდა და საბოლოოდ დაასამარებდა. მას, მილიარდების გარდა, აქვს ძალიან სერიოზული კავშირები, სწორედ ამ კავშირების საშუალებით მოახერხა და იყიდა საქართველოდან გატანილი ვიდეოფირები. ეს ფირები გატანილი აქვთ კუდ-ის მაღალჩინოსანს დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას", მეგის ქარდავასა და ერეკლე კოდუას. როგორც გავიგე, კოლომოისკიმ ეს ფირები მეგის ქარდავასგან იყიდა და არამარტო მისგან. უკრაინაში დაიწყო ამ კადრების ეტაპობრივად ჩვენება, რითიც მოსახლეობას უთხრა, - ნახეთ, ვინ არის სააკაშვილი, რას აკეთებდა საქართველოში, რომელსაც რეფორმად ასაღებდაო. ამ კადრებს უსერიოზულესი რეაქცია მოჰყვა უკრაინაში. ამის შედეგად იყო, რომ უკრაინელებმა პოზიცია შეიცვალეს სააკაშვილის მიმართ, მოუწყვეს ფართომასშტაბიანი აქციები, სააკაშვილის ფავორიტმა ოდესაში წააგო მერობის არჩევნები, მოსახლეობამ სააკაშვილს გადაუკეტა გზა და ისიც ვნახეთ, როგორ გაიქცა კურდღელივით იქიდან. იმასაც გეტყვით, რომ ოდესაში შეიქმნა მოძრაობა „თავისუფლება" და სააკაშვილის წინააღმდეგ აპირებენ ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას, ემუქრებიან, მაიდანს მოგიწყობთო. დამერწმუნეთ, ეს მიიღებს ძალიან სერიოზულ სახეს. მაქვს ინფორმაცია, რომ უფრო სერიოზულ კადრებს გაავრცელებენ, ვიდრე აქამდე იყო და ეს საშინელი კადრები უკრაინის მოსახლეობას ჭკუიდან შეშლის, მიხეილ სააკაშვილს კი ჩაქოლავენ...
როგორც ვიცი, იმ კადრებში არის ისეთი საშინელება აღწერილი, რაც შეუძლებელია, ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს. არ ვიცი, ასეთი ბოროტება როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში, რომ განახორციელოს. ამ კადრებში ჩანს, როგორ აუპატიურებენ გოგონას მამის თვალწინ, როგორ აწამებენ და აუპატიურებენ მის ცოლს, ეს ყველაფერი კი მთავრდება ამ ბიზნესმენის მკვლელობით, რაც კადრზეა აღბეჭდილი. ეს არის იმდენად საშინელება, რომ ეს ვიდეოფირი სააკაშვილს გადაიყოლებს", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
წყარო: „კვირის ქრონიკა"