ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 9 ნოემბრიდან სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. ამის შესახებ გრიგოლია საკუთარ „facebook" გვერდზე წერს, თუმცა სად იწყებს მუშაობას, ამის შესახებ დეტალებს არ ახმაურებს.
„დავამთავრე უსაქმურობის პერიოდი... წყენებისგან, გაბრაზებისგან, უსამართლობის ემოციებისგან სრულიად სტერილური ვარ უკვე და მივხვდი, რომ აქტიურობის დრო დადგა. პრინციპში, ორ თვეზე მეტ ხანს არც არასდროს გაგრძელებულა ჩემი უსაქმურობა და გაბრაზებები. ხოდა, ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ ახლიდან დავიწყო ყველაფერი... მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ხელახლა რომ ვიწყებ და იმიტომაც მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველი ფინალის მერე, ძალიან მალე ახალი ენერგია რომ მემატება. ორშაბათიდან ახალ სამსახურში გავდივარ და ისევ პირველი სექტემბერი მაქვს ორ დღეში. დეტალებს ორშაბათს მოგახსენებთ", - წერს გრიგოლია.