reportiori.ge - შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და მარიხუანა ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:20
სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და მარიხუანა ამოიღო
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 10:12



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ზურაბ ვ. თბილისში, ლიბანის ქუჩაზე დააკავეს.


სამართალდამცველებმა, ზურაბ ვ-ს პირადი ჩხრეკისას, 25,72 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ"-ის მოდელის არარეგისტრირებული, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 23 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ზურაბ ვ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016