reportiori.ge - სააკაშვილ-მარგველაშვილის ჩანაწერი – „უკრაინული ვიკილიქსის“ მორიგი სკანდალი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 02:43
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილ-მარგველაშვილის ჩანაწერი – „უკრაინული ვიკილიქსის“ მორიგი სკანდალი
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 13:00



„უკრაინული ვიკილიქსის" სახელით ცნობილი საიტი მორიგ სკანდალს ამზადებს. გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს, რომ შესაძლოა, ამ სკანდალის ფიგურანტი ექს-პრეზიდენტთან ერთად მოქმედი პრეზიდენტიც გახდეს.


„პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ მალე „უკრაინულ ვიკილიქსზე" გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერები აიტვირთება, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საზოგადოების ერთ ნაწილში არსებულ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდა.

 

ამ ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო ჩანაწერებში საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასა და შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებაზე. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების ქვეტექსტიც გაიშიფრება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარგველაშვილმა პოლიტიკური კლიმატის ესკალაციის ფონზე, რამაც „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები" შექმნა, ყველას თავშეკავებისკენ და ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა", - წერს გამოცემა.


სააკაშვილი-მარგველაშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას არ გამორიცხავს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის" ხელმძღვანელიც. გურამ ადამაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია ასეთი საუბრების შესახებ მისთვისაც ცნობილია.


„არ გამოვრიცხავ, რომ ამავე საიტზე გამოქვეყნდეს გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერებიც, რადგან ამის შესახებ ჩვენც გვაქვს გარკვეული ინფორმაციები. პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებებიც ცხადყოფს, რომ არსებობს ერთგვარი გარიგება და კოჰაბიტაციური რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და მარგველაშვილს შორის. ეს ინფორმაცია მოსმენილი მაქვს მეც, თუმცა ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს ნამდვილად უტყუარი ინფორმაციაა. პრინციპში, სულაც არ გამიკვირდება და არის ამაში ლოგიკა, რომ ასეთი ჩანაწერები არსებობდეს. თუ ასეთი გარიგება რეალურად არსებობს, ეს იქნება ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც მარგველაშვილს ქვეყნის სადავეები ანდო, მეორე მხრივ კი, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს პრეზიდენტის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, იმიჯს", - ამბობს ადამაშვილი.



წყარო: „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016