reportiori.ge - გიორგი მიქანაძე: მიკროსაფინანსოების საქმიანობაში ეკონომიკური და სოციალური „ნაღმებია“, - ეროვნული ბანკი დუმს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:55
ეკონომიკა
გიორგი მიქანაძე: მიკროსაფინანსოების საქმიანობაში ეკონომიკური და სოციალური „ნაღმებია“, - ეროვნული ბანკი დუმს
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 13:31



„საზოგადოება 20/30" ორგანიზებით, მეორე ეკონომიკური ფორუმი „საქართველოს ეკონომიკა, მიღწევები და გამოწვევები" გაიმართა. შეხვედრას დამოუკიდებელი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილული იყო საქართველოს ეკონომიკის მიღწევები და თანამედროვე გამოწვევები.


შეხვედრაზე ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარმა, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი მიქანაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაში არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა და ეკონომისტებს ამ მიმართულებით აქტიურობისკენ მოუწოდა:

 

ერთი ძალიან საინტერესო რამ ხდება ჩვენს ფინანსურ სისტემაში, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაში და სამწუხაროდ, ამას არავინ აქცევს ყურადღებას. იმდენად არ საუბრობენ ამ თემაზე, რომ ხშირად მგონია, მიზანმიმართულად ხდება ცენტების გადატანა სხვადასხვა საკითხებზე, რომ ამ მიმართულებას არ შეეხონ და გახდეს განხილვის საგანი. საუბარი მაქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაზე. ყველა შევამჩნევდით, რომ საგრძნობლად მომრავლდა მათი რიცხვი და მნიშვნელოვნად გააფართოვეს საკუთარი საქმიანობა. 2014 წლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასეხო კაპიტალი მილიარდ ლარამდე აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ზრდის საკმაოდ სწრაფი დინამიკით.

 

გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წელს ეროვნული ვალუტის კურსის რყევის პირობებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურების კვალდაკვალ, ეს მოცულობა შეიძლება გაორმაგებულიც არის. ეს მონაცემები ეროვნულმა ბანკმა საჯარო უნდა გახადოს და დასვას ამ საკითხზე მსჯელობის აქცენტები. ღიად ისაუბროს საფრთხეებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები.

 

ამ ყველაფერში სავალალო გახლავთ ის, რომ მიკროსაფინანსოების მაღალ პროფესიონალური მარკეტინგული მუშაობის საფუძველზე საზოგადოებაზე ადვილად ყიდიან კაბალური პირობების მომსახურებებს, შემდგომ საკმაოდ ხისტი მომსახურების პირობებს სთავაზობენ, უზრუნველყოფაში ჩადებულ ქონებას მხოლოდ 50% თვითღირებულებით აფასებენ. საგულისხმოა, რომ ისინი მომხმარებლებს ფაქტიურად ყველა სახის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობენ, რასაც ჩვეულებრივი კომერციული ბანკები. ერთი გამონაკლისის გათვალისწინებით, მათ არ აქვთ დეპოზიტების, საზოგადოებიდან თანხების მიღების. თუმცა, აქაც გამოინახა გამოსავალი და ისინი თამასუქებს (ფასიანი ქაღალდი) ყიდიან მოსახლეობაზე, სადაც კატასტროფულ 9-დან 36% დარიცხვას სთავაზობენ ფულის შემტანს (ფაქტიურად დეპოზიტის შინაარსს ახორციელებენ). ეს ფაქტი კატასტროფული არის იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ აქვთ გარანტიები, რომ თავს გაართმევენ შესაბამსი პირობებით მომახურების შესრულებას, საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, დგას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერიოზული ლიკვიდურობის პრობლემა. ზემოთ ხსენებული საზოგადოებისთვის, როგორც სოციალური თვალსაზრისით, - ისე  მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, სერიოზული საფრთხეების შემცველია.

 

მოსახლეობა ვერ ერკვევა აქ ჩადებულ რისკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ ნდობა მკვეთრადაც კი იზრდება (30% გადასცდა). გამომდინარე მოსახლეობის დაბალი ელემენტარული ფინანსურ-ეკონომიკური განათლების დონისა და თვითშეგნებინ, ისინი ადვილად მიდიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მარკეტინგულად მაღალ დონეზე შეფუთულ კაბალურ პირობებზე. ნდაღინიშნოს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, არ აქვთ რეგულაციები, განსაზღვრული ლიმიტები და ნორმატივები, შესაბამისად, სრულად თავისუფლები არიან ბაზარზე ოპერირებისას. ერთადერთი, მათი ზედამხედველობის ფუნქცია აქვს ეროვნულ ბანკს.

 

მაშინ, როცა ქვეყანაში ეროვნულ ვალუტას ასეთი პრობლემები აქვს, საუბარი იყო ფინანსური ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის „შეთქმულების თეორიაზე", - აქცენტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მათ საქმიანობაზე, არავინ არ აკეთებდა. შემთხვევით აქაც ხომ არ არის ფარული ავანტიურა ჩადებული?

 

ამ ყველაფრის საფუძველს მაძლევს და ჩემს არგუმენტებს მიმტკიცებს სტატისტიკური მონაცემები. 2012 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 218% არის გაზრდილი (2015 წლის I კვარტლის მონაცემებით). საინტერესოა შემდგომი პერიოდი, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა „წუხილი გამოთქვეს მოჭარბებული მოგების მიღების გამო", ეს მედიის საშუალებით გააკეთეს ამ ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა და ცნობილია. საზოგადოებას ბოდიშსაც კი უხდიდნენ, რომ არ ყოფნიდათ ცოდნა, რომ მიკოსაფინანსო ორგანიზაციების კაბალურ პირობებზე არ წასულიყვნენ.  სწორედ მიმდინარე წლის პერიოდის მონაცემები, როცა ლარის მერყეობა და ბაზარზე ფინანსური რყევები იყო, ჩემთვის ხელმისაწვდომი ვერ გახდა. შესაბამისად, სურათი უფრო დრამატული იქნება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 70-გადასცდა. მათი რიცხვი საგრძნობლად სწორედ ბოლო პერიოდში გაიზარდა. ვის ხარჯზე ნახულობენ მოგებას? რატომ გახდა ასეთი პოპულარული ეს ბიზნესი? უფრო მეტი მდიდრდება და საქმდება? თუ უფრო მეტი საშალო და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ღარიბდება? ვინაა პასუხისმგებელი? ამით საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობა მატულობს თუ კლებულობს? ამ ყველაფერზე, ამ ეტაპზე ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკია.

 

გასათვალისწინებელია, რომ ის მცირე მოცულობის თანხები, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ სესხად, რაფადვე ხვდება ბაზარზე და ნაკლებად იხარჯება საინვესტიციო მიმართულებით ან საწარმოო კაპიტალის გაძლიერებისთვის. უფრო მეტიც, ძირითადად ხდება იმპორტირებული საქონლის შეძენა, რაც თანხების დიდწილად ქვეყნიდან გადინებას ნიშნავს. თავის მხრივ კი, ბაზარზე ჭარბად მოხვედრილი ფულის მასა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეროვნულ ვალუტას. საგულისხმოა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთავარი კრედიტორი, ფინანსრური სახსრების მიმწოდებელი კომერციული ბანკები არიან. კომერციულ ბანკებს მეტი ინტერესი სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობაში აქვთ, სადაც ნაკლები რეგულაციები და შეზღუდვები ხვდებათ.

 

არ ვარ მომხრე, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდოს, თუნდაც რეგულაციები დაუწესდეს. მთავარია, ქვეყანაში საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდას ჰქონდეს ადგილი. ისინი კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან და ორიენტირებული არიან მოგებაზე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააცნობიეროს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა დაცული იყვნენ მომხმარებლები. ამის პარალელურად სასწრაფოდ მისაღებია ზომები, რომ ამაღლდეს მოსახლეობაში თვითშეგნების დონე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა პანიკურ მოვლენას და სწრაფად გამოითხოვა მომხმარებლებმა მომსახურება, დადგება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდობის პრობლემა. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს სოციალური ფონის გაუარესებას, იქნება მძიმე დარტყმა ფინანსურ სისტემაზე და დამატებით სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს.

 

როცა განვითარებულმა მსოფლიომ დაინახა ფისკალური და მონეტარული უწყებების დამოუკიდებელი მუშაობის ხარვეზები, ურთიერთკოორდინაციის პრობლემები, 2008 წლის კრიზისების შემდგომ მაკროპრუდენტულ მათვის სტილზე დაიწყეს ეკონომიკებმა გადასვლა. სამწუხაროდ, ჩვენთან უწყებებს შორის მოშლილია კოორდინაციის სისტემა და ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც ადვილად მისახვედრია, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, შეიძლება ითქვას, ინდივიდუალური პოლიტიკით მოქმედებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო „კონტრაშიც" კი არიან ერთმანეთთან. მმართველობის ეს სტილი სასწრაფოდ სისტემაშია მოსაყვანი და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არის გასატარებელი, მჭიდრო ურთიერთკოორდინაციით, სახელმწიოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს როგორც საზოგადოებრივი, ისე - ბიზნეს ინტერესების დაცვა და განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იჩენს თავს მიკროსაფინანსო რგანიზაციების მსგავსი პრობლემები და საფთხეები. რაზედაც ზემოთ მქონდა საუბარი. სისტემურად არ უნდა იყოს შესაძლებელი, რომ კონკრეტულ ინდივიდებს ჰქონდეთ სამსახურებრივი ბერკეტები - ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხელი შეუშალონ ეკონომკიის სფეროში მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა მიქანაძემ.









 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016