reportiori.ge - დავით მირცხულავა: „გაზპრომი“ დღეს პოლიტიკური ნიშნით რაიმე პრობლემას ვერ შექმნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 08:53
პრეს-დაიჯესტი
დავით მირცხულავა: „გაზპრომი“ დღეს პოლიტიკური ნიშნით რაიმე პრობლემას ვერ შექმნის
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 15:06



ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ „გაზპრომი" საქართველოს პოლიტიკური ნიშნით პრობლემას ვერ შეუქმნის. როგორც მირცხულავამ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განმარტა, საქართველო 80 %-ით დამოკიდებულია აზერბაიჯანულ გაზზე, ამიტომ რუსეთის გაზის 10-20 % ქვეყანას პრობლემებს ვერ შეუქმნის. აქვე მირცხულავამ აღნიშნა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა ოცნებობს, რომ რუსულ გაზზე მხოლოდ 10-15 %-ით იყოს დამოკიდებული.

 

„ჩვენ არ მოგვიწევს პოლიტიკური ფასის გადახდა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული რუსულ გაზზე. ჩვენს მიერ გაზის მოხმარების 80 % აზერბაიჯანზე მოდის, 10-20 %-ში თუ რუსული გაზი შემოვიდა, ისიც ფასს გააჩნია, არა მგონია, საქართველოს პრობლემა შეუქმნას. არ მახსოვს ასეთი აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნური მგონია, როდესაც 2005 წელს „გაზექსპორტის" წარმომადგენლობა შეიქმნა საქართველოში, მაშინ მთლიანად რუსულ გაზზე ვიყავთ დამოკიდებული, მაგრამ დღეს ეს საშიშროება არ არსებობს. საქართველო არის ყველაზე დიდი პროექტების მონაწილე - 90-იან წლებში ეს იყო ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთკავკასიური გაზის მილსადენი - როდესაც ჩვენ ამ პროექტებს შევუერთდით, მაშინ მომავალ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დიდი საძირკველი ჩაეყარა. ამიტომ, „გაზპრომი" დღეს პოლიტიკური ნიშნით რაიმე პრობლემას ვერ შექმნის. ის მოცულობა, რაშიც ის მონაწილეობს, საოცნებოა ბევრი ევროპული ქვეყნისთვის, რომ ისინი 10-15 %-ით იყვნენ დამოკიდებულნი „გაზპრომის" გაზზე. ეს პრობლემა ჩვენ გადავწყვიტეთ და არა „ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ. იმ პროექტებმა გადაწყვიტა, რომლის მსგავსიც არ განხორციელებულა", - განაცხადა მირცხულავამ.

 

 

წყარო:   „პრაიმტაიმი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016