reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერანაირ სისხლისღვრასა და რევოლუციას ვერ მოახდენს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 08:56
პრეს-დაიჯესტი
ალექსანდრე ქანთარია: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერანაირ სისხლისღვრასა და რევოლუციას ვერ მოახდენს
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 15:55


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრულ საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი იქნება უტყუარი მტკიცებულებები და დადასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციის მოწყობას გეგმავდა, საქმეში მონაწილე ყველა პირი აუცილებლად დაისჯება. ამის შესახებ ქანთარიამ „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში ისაუბრა და აქვე განაცხადა, რომ საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა" ვერანაირ სისხლისღვრასა და რევოლუციას ვერ მოახდენს.


„აღძრულია საქმე 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს  ხელისუფლების დამხობის მცდელობას ანტიკონსტიტუციური გზებით, გამოქვეყნებულია აუდიოჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ სააკაშვილი ინსტრუქტაჟს აძლევს მის თანაგუნდელებს, როგორ უნდა მოახდინონ სისხლისღვრა, მოაწყონ რევოლუცია და ეს უნდა მოხდეს „ბოევიკების" გამოყენებით. ჩვენ გვახსოვს ისიც, როცა სააკაშვილის რეჟიმის დროს ნაკლებ უწყინარი ჩანაწერების გამო ხალხს ციხეებს ახდევინებდნენ. რა თქმა უნდა იგივე არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ, თუკი უტყუარი მტკიცებულებები დაიდება, ბუნებრივია, ისინი სასჯელს ვერ ასცდებიან. სად დააპატიმრებენ დამნაშავეებს, პარლამენტში, ქუჩაში თუ სახლებში, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. როდის და რომელ დაკითხვაზე წარედგინებათ ბრალი, ეს უკვე გამოძიების საქმეა.

 

საზოგადოება უნდა იყოს მშვიდად, „ნაციონალური მოძრაობა" ვერანაირ სისხლისღვრასა და რევოლუციას ვერ მოახდენს. ჩვენ ვართ 2015 წელში და არა 2003-ში", - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

 

წყარო:   „კვირის ქრონიკა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016