„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქინძს უწოდებს, ოდესიდან ცდილობს, სისხლიანი სცენარით დაბრუნდეს ხელისუფლებაში და საკუთარი სისხლიანი სცენარის პლაცდარმად „რუსთავი 2"-ს იყენებს", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საუბრობს და აქვე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან ზეწოლას განიცდის.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი აუდიოჩანაწერები რომ გამოქვეყნებულიყო, მერწმუნეთ, ის ტელეკომპანიაც დაიხურებოდა, სადაც ეს სისხლისმღვრელი სპეცოპერაცია უნდა განხორციელებულიყო და პასუხისგებაში მიეცემოდნენ ის პირები, ვინც ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზით დამხობას შეეცდებოდა. შეიძლება ხელისუფლებამ წნეხს ვერ გაუძლოს, მაგრამ მერწმუნეთ, ხალხი ასეთ ზეწოლას გააპროტესტებს და დასავლეთს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევა ძვირად დაუჯდება.
მივმართავ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს კითხვით, - „რუსთავი 2" კონცერტების ნიღბით რომ აპირებდა ქვეყანაში სისხლისღვრას, სამოქალაქო ომს, ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზებით დამხობას, ამის გამო შეშფოთებულები რატომ არ ხართ?" - აცხადებს მჟავანაძე.
წყარო: „კვირის ქრონიკა"