reportiori.ge - როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოყენებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 08:45
პრეს-დაიჯესტი
როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოყენებას
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 15:14



თუ თვალს გადავავლებთ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, პირველი, რაც შეიძლება კაცს გაახსენდეს, ერთი წელი ძველი პრეზიდენტია, შემდეგ ძველი დედაქალაქის მერი, შემდეგ ძველი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ეროვნული ბანკის ძველი პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს ძველი თავმჯდომარე და ასე, უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება, იმის მიხედვით, ვინ როდის გამოიჩინა თავი ნაციონალებისთვის ერთგულების დამტკიცებაში.


ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოც. თუმცა, შალვა ნათელაშვილი ცდილობს მათი რეანიმაცია მოახდინოს და ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ნამდვილად არსებობენ.


პირველად ხმაური, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, უგულავას საქმეზე მოჰყვა. სწორედ „უკანონო პატიმრობიდან" განთავისუფლების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ნაციონალები „რუსთავი -"-ის საქმეშიც აქტიურად გამოიყენებდნენ და სასურველ შედეგსაც მიიღებდნენ.


ჩნდება კითხვა: რა შუაშია საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა"? საკმარისია მის შემადგენლობას გადავხედოთ, რომ პასუხიც გასაგები გახდება.


1) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მთავრობის იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრი 2004-2006 წლებში;


2) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი - მიხეილ სააკაშვილის მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2006-2007 წლებში;


3) მაია კოპალეიშვილი - იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე 2008 წ.,  განათლების მინისტრის ნიკა გვარამიას მოადგილე 2008 წ.


4) თამაზ ცაბუტაშვილი - ზურაბ ადეიშვილის კურსელი და ახლო მეგობარი;


5) ზაზა თავაძე - იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე 2008-2010 წწ.


იგივენაირად შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება ადრე დანიშნულ სხვა მოსამართლეებზეც.


საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნით თითოეულს, მიხეილ სააკაშვილისგან, როგორც ჩანს, პარტიისადმი გაწეული ღვაწლი დაუფასდათ. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ცალკეული მოასმართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ზოგიერთი მათგანი გავიხსენოთ:


2014 წლის 23 მაისს საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმმა დააკმაყფილა გიორგი უგულავას სარჩელი, მომხსენებელი მოსამართლე ქეთევან ერემაძე, გიგი უგულავა ითხოვდა სასამართლოს მიერ არჩეული თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენებისა და ამ საკითხის მხარეთა მონაწილოების გარეშე სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობის აკრძალვას;


2015 წლის 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა გიორგი უგულავას სარჩელი, მომხსენებელი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, გიგი უგულავა ითხოვდა პატიმრობის  ცხრათავიან ვადასთან დაკავშირებით;


2015 წლის 12 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შეაჩერა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა, მომხსენებელი მოსამართლე ქეთევან ერემაძე;


2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა პალატამ (კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა) დააკმაყოფილა ბექა წიქარიშვილის სარჩელი, საქმის მოსამართლე ქეთევან ერემაძე, რომლითაც აიკრძალა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში, საქართველოს სსკ 260-ე მუხლით ბრალდებული პირისათვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა;


2015 წლის 19, 26 და 28 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა, თი-ბი-სი ბანკმა და „რუსთავი 2"-მა დამოუკიდებლად მიმართეს სასამართლოს და  ითხოვდნენ იმ ნორმების ანტიკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც იძლევა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევისა და ამ საკითხის მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. სამივე მოსარჩელე დამატებით ითხოვდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის მოქმედების შეჩერებას. დავის განხილვამდე;


2015 წლის 30 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმ საკითხის გადასაწყვეტად, მიეღო თუ არა განსახილველად ფოთის მარცვლეულის ტერმინალის და თი-ბი-სი ბანკის სარჩელები და შეეჩერებინა თუ არა გასაჩივრებული ნორმის მოქმედება, ორივე სარჩელზე, 2015 წლის 2 ნოემბერს, დილით, დანიშნა ზეპირი მოსმენა, რითაც მხარეებს მისცა საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბების საშუალება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეს კონკრეტული მოსარჩელეები აღარ აპირებდნენ დავის გაგრძელებას და სარჩელები განუხილველი დარჩა, რამდენიმე წუთში, საკონსტიტუციო სასამართლომ უსწრაფესად გამოაცხო განჩინება და შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება „რუსთავი 2"-ის იმ სარჩელზე, რომლის არსებობასაც სასამართლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე მხოლოდ 2015 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ „რუსთავი 2"-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 30 ოქტომბერს წარდგენილი იქნა 2 ახალი სარჩელი.


ამ მაგალითების ჩამოთვლის შემდეგ რამდენიმე კითხვა ჩნდება:


1) რატომ გადაუხვია საკონსტიტუციოს სასამართლომ პირველად მის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას და ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო მხარეთა მონაწილეობის გარეშე;


2) რა გარემოებებმა განაპირობა, რომ სამი იდენტური სარჩელიდან, განსახილველად მიღების გადაწყვეტილება, ორ მათგანზე სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით მიიღო, ხოლო მესამეზე მხარეთა მონაწილეობის გარეშე?


3) რა გარემოებამ განაპირობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდა საქართველოს პარლამენტს ინფორმაციას, რუსთავი 2"-ის სარჩელებთან დაკავშირებით.


საინტერესოა, რომ ყველა ზემოთნახსენები სარჩელი განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის შემდგომმა მოსამართლეებმა: კოტე ვარძელაშვილმა, ქეთევან ერემაძემ და მაია კოპალეიშვილმა;


მაშინ, როდესაც „რუსთავი 2"-მა მთელი ეპოპეა მიუძღვნა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს და მის ოჯახს, განსაკუთრებით მისი მეუღლის მიერ „ფეისბუკის" მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ გამოთქმულ პირად მოსაზრებებს, ნიკა გვარამიას და ზაზა ბიბილაშვილის მიერ, სასამართლო პროცესზე მოსამართლის აცილების საკითხი ლამის 5 წუთში ერთხელ დგებოდა, ხან დედის და ხან მეუღლის აზრის გამოხატვისა და ამ საფუძველზე მიკერძოების მოტივით.


თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლეებთან აცილების საკითხის დაყენება ნიკა გვარამიას და მის ადვოკატებს არც გახსენებიათ, ან რატომ უნდა გახსენებოდა კოტე ვარძელაშვილს ან ნიკა გვარამისას, რომ მათ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდთ, ან ის რატომ უნდა გახსენებოდათ, რომ კოტე ვარძელაშვილის მეუღლე, ანა ჟვანია, წლების განმავლობაში განათლების მინისტრ ნიკა გვარამიას მოადგილე იყო? ან ის რატომ უნდა გახსენებოდათ, რომ მათი სამეგობროა „ნაციონალური მოძრაობის" მთელი ელიტა და მოსარჩელე მხარე: ზაზა ბიბილაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ეკა კვესიტაძე, გიგი უგულავა, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნინო კალანდაძე, ოთარ კახიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სხვები, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.


მთავარია, ურთმელიძეს დედა უგინო, არაობიექტური და დედის უარმყოფელი ხომ ურთმელიძეა? ანდა რატომ უნდა შეგექმნას უხერხულობა, როდესაც პროცესზე მეგობარი ნიკა გვარამია და ზაზა ბიბილაშვილი შემოგირბენენ, ხოლო საზოგადოების უარყოფითი აზრისგან შენს დაცვას სათავეში ერთგული მეგობრები, თვით თამარ ჩერგოლეიშვილი, ოთარ კახიძე და ეკა კვესიტაძე უდგანან;


ჰოდა, ამ ყველაფრის მერე, აღარ ჩნდება კითხვა, გიგი უგულავას პირველი სარჩელი რატომ დაეწერა მაინცდამაინც ქეთევან ერემაძეს; მეორე სარჩელი - ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილე მაია კოპალეიშვილს და „რუსთავი 2"-ს, სამივე სარჩელი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილს. შეგვიძლია დაბეჯითებით ვივარაუდოთ, რომ „რუსთავი 2"-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს წარდგენილი მეოთხე სარჩელიც მხოლოდ რომელიმე მათგანს შეხვდება.


გადაწყვეტილებაში „გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდგ" კ. ვარძელაშვილმა, ქ. ერემაძემ და მ. კოპალეიშვილმა შავით თეთრზე განმარტეს, რომ „საქმის საჯარო, ზეპირი მოსმენა გამორიცხავს რა „საიდუმლო მართლმსაჯულებას", როდესაც კანონზომიერია ეჭვები, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო ნორმების არასწორი, თვითნებური გამოყენებისას, აფერმკრთალებს, როგორც ცდუნებას სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა, ისე ეჭვებს ასეთი თვითნებობისა შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენა აძლიერებს, როგორც მხარეთა, ისე საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულებისადმი, საბოლოო ჯამში კი, განაპირობებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა მეტ გამჭვირვალობას და ლეგიტიმურობას, ამცირებს შეცდომათა დაშვების ალბათობას".


ამ ყველაფრის შემდეგ საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კონკრეტულ 3 მოსამართლეს თავად გაუჩნდა თუ არა „საიდუმლო მართლმსაჯულების" განხორციელების განცდა, როდესაც მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვის დაუშვებლობის საკითხი ყველასგან მალულად გადაწყვიტეს.


ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის „საიდუმლო მართლმსაჯულება" მათ ნაცვლად მათმა ყოფილმა უფროსებმა არ განახორციელეს.

 

 

დიტო გეგენავა

გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016