reportiori.ge - „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ბევრ ადამიანს მისცეს იპოთეკაში ჩადებული ქონების გადარჩების შანსი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 07:59
პრეს-დაიჯესტი
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ბევრ ადამიანს მისცეს იპოთეკაში ჩადებული ქონების გადარჩების შანსი“
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 16:22



„ახალგაზრდა ადვოკატთა" თანადამფუძნებელი მარიკა არევაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეჩერდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც არევაძემ „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში განმარტა,  თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო ეს ნორმა და ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან ამოიღეს, ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა საშუალება, იპოთეკაში ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონება გადაარჩინოს.


„საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, საბანკო სექტორში რადიკალურად ვერაფერს შეცვლის. ერთადერთი, რაც ამან დადებითი შეიძლება გამოიღოს, არის ის, რომ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ხელშეკრულებაში ეწერება, რომ დავის შემთხვევაში სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა მიიქცეოდეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საკონსტიტუციო სასამართლო ამ დაუყოვნებლივ აღსრულებას გააუქმებს და დროში გაიწელება.

 

ჩნდება შანსი, რომ გაასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, თუ იქაც დაგეკისრათ ამ ვალის გადახდა, შემდეგ უზენაეს სასამართლოში დაასაჩივრებთ. უზენაესს 6 თვის ვადა აქვს საიმისოდ, მიიღოს თუ არა წარმოებაში თქვენი სარჩელი, გარკვეული დრო კიდევ სასამართლო განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება. გამოდის, რომ თქვენ საკმაო დროს მოიგებთ.

 

თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო ეს ნორმა და ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან ამოიღეს, ეს ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს იპოთეკაში ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონების გადარჩების სერიოზულ შანსს. თუმცა, ნორმა შეჩერებულია და ამით სარგებლობა უკვე შესაძლებელია", - განაცხადა მარიკა არევაძემ.

 

 

 

წყარო: „კვირის ქრონიკა"

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016