„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამართლებრივი სივრციდანაა გასული. ამის შესახებ მჟავანაძე „კვირის ქრონიკას" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ პრეზიდენტი დღესდღეობით ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
„დღეს პრეზიდენტი სამართლებრივი სივრციდან არის გასული. რა დიპლომატიაზეა საუბარი, პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა იყოს სასამართლოს დამცველი, არადა, ჩვენ ვხედავთ, რომ გიორგი მარგველაშვილი იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, მათ წინააღმდეგ აქციების ჩატარებას გმობს, საქალაქო სასამართლოს წევრების ლანძღვა-გინებასა და მოსამართლის შეურაცხყოფას კი თვალს უხუჭავს. აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ასევე გაუგებარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის პოზიცია...
სააკაშვილის დროს ხალხს აუპატიურებდნენ ციხეებში, ტყეებში, ხოლო დღეს ჩვენი ქვეყნის გაუპატიურება დასავლეთიდან ხდება. დასავლეთი გვეუბნება - გინდათ თუ არა, გამაუპატიურებლები დააბრუნეთ ხელისუფლებაშიო", - აცხადებს მჟავანაძე.
წყარო: „კვირის ქრონიკა"