reportiori.ge - კახა კახიშვილი: ვიღაცეებს ჩემი პოლიტიკური დისკრედიტაცია ამოძრავებს, რასაც სამართლებრივი გზებით დავუპირისპირდებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:17
პრეს-დაიჯესტი
კახა კახიშვილი: ვიღაცეებს ჩემი პოლიტიკური დისკრედიტაცია ამოძრავებს, რასაც სამართლებრივი გზებით დავუპირისპირდებით!
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 20:26



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახკახიშვილ „ასავალ- დასავალთან" ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფრმაციას აფასებს, რომლის თანახმადაც კახიშვილმა მისი კაბინეტის მოსაწყობად ნახევარი მილიონის ღირებულების ავეჯი შეიძინა.


კახიშვილის განცხადებით, სამინისტროს სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი უკვე მომზადებული აქვს და იგი ბოდიშის მოხდას მოითხვს.


არც მე და არც ჩეს წინამორბედს კაბინეტის კეთილმოსაწყობად ე.წ. ფეშენ ავეჯი არ გვიყიდია! ეს არის ტყუილი და ერთი კაბინეტისთვის ნახევარი მილიონის ავეჯის შეძენას წინა ხელისუფლებაც ვერ მოახერხებდა, რომელსაც ფუფუნებისადმი ფანატიკური სიყვარული და მიდრეკილება ჰქონდა. თქვენ თვითონ ხედავთ, რა ავეჯი დგას ჩემს კაბინეტში... მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი კორპუსი, ფაქტობრივად ახლიდან გაკეთდა, რომლისთვისაც ტენდერით შევიძინეთ ავეჯი. სამი სართულის ავეჯით აღჭურვისთვისაც კი, სადაც ხუთი დეპარტამენტია განთავსებული, საერთო ჯამში არ დახარჯულა ნახევარი მილიონი! უფრო მეტიც, ამ ტენდერის პირობების მიხედვით, თანხის დიდი ნაწილი საპატიმრო დაწესებულებების ეზოებისთვის  სკამებისა  და მაგიდების შესაძენად  დაიხარჯა.

 

სარჩელი გამზადებული გვაქვს და იგი აუცილებლად  შევა  სასამართლოში. მოვითხოვთ, ამ სააგენტომ ბოდიში მოიხადოს! აშკარაა, ვიღაცებს ჩემი პოლიტიკური დისკრედიტაცია ამოძრავებს, რასაც  სამართლებრივი გზებით  დავუპირისპირდებით!"- განაცხადა კახიშვილმა. 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016