reportiori.ge - სად გაქრა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში გამოგზავნილი მორფინი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 08:51
პრეს-დაიჯესტი
სად გაქრა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში გამოგზავნილი მორფინი?
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 23:40


„პრაიმტაიმი" 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოგზავნილი მორფინის შესახებ წერს, რომელიც უკვალოდ გაქრა.


წყაროს  ამის შესახებ ინფორმაცია „ტელეგრაფმა" რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.


 „პრაიმტაიმმა" სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე უწყებაში მოიძია, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში სამედიცინო ტვირთი ნამდვილად შემოვიდა, თუმცა სად წავიდა ამერიკიდან გამოგზავნილი მორფინის კონტეინერი, უცნობია.


2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაშინგტონის ერთ-ერთი ონკოლოგიური საავადმყოფოდან სამედიცინო ტვირთი საქართველოში ოფიციალურად თბილისის მერიის სახელზე გამოიგზავნა.


„სამედიცინო ტვირთი ვაშინგტონის ონკოლოგიური საავადმყოფოდან ომის დროს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოიგზავნა. ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მორფინი, რომელსაც, როგორც წესი, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ. რაც შეეხება სამედიცინო ტვირთის რაოდენობას, ის ერთი კონტეინერი იყო. აქ იყო მთელი კომპლექტი: საინექიცო საშუალებები, ბამბა, სპირტი... ყველაფერი ყუთებში ეწყო. საკმაოდ დიდი რადენობის მორფინის ადრესატი თბილისის მერია ამიტომ გახდა, რომ ომის პერიოდში ამერიკის სახელმწიფოს მისი სხვა ფორმით გამოგზავნა გაუჭირდა, რაღაც სამართლებრივი პრობლემა შეიქმნა და მორფინი დედაქალაქის მმართველობის სახელზე გამოიგზავნა. ეს ტვირთი მერიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, რაც არ მოხდა... სად წავიდა 1 კონტეინერი მორფინი, ამ საკითხით თავად ამერიკული მხარეც არის დაინტერესებული", - აღნიშნავდა „ტელეგრაფთან" საუბრისას რესპონდენტი, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ინკოგნიტოდ დარჩენა სურს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა ინფორმირებულია, ჩვენი უწყების შესაბამისი სამსახურები მოკვლევას აწარმოებენ. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით, - აცხადებდნენ მაშინ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება და, საერთოდ, დაიკითხა თუ არა ვინმე, ამ დრომდე უცნობია.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016