reportiori.ge - ჯერჯერობით არ დასტურდება ვერსია, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:17
მსოფლიო
ჯერჯერობით არ დასტურდება ვერსია, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო
ავტორი:
10 ნოემბერი, 2015. 10:46


კომპანია Airbus"-ის ხელმძღვანელის ფაბრის ბრეჟიეს განცხადებით, ვერსია, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო, ჯერჯერობით არ დასტურდება.

ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.



„BBC"-ის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად, საკუთარი გამოძიება ეგვიპტემაც დაიწყო. ეგვიპტური წყაროს ცნობით, ქვეყნის სპეცსამსახურები ყველა ვარიანტს, მათ შორის ლაინერის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების ვერსიასაც განიხილავენ.



რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად ტერაქტის ვერსიაც განიხილება.



რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია „კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Airbus-321, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016