reportiori.ge - აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე: NATO იძულებულია, საკუთარი წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზომები მიიღოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:42
მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე: NATO იძულებულია, საკუთარი წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზომები მიიღოს
ავტორი:
10 ნოემბერი, 2015. 13:15



აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას თანაშემწე სელესტ უოლანდერი რუსულ გამოცემა „მედუზასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოში განხორციელებული ინტერვენციის დროს მიღებული გაკვეთილები აითვისა:


„სირიაში რუსეთმა მსოფლიოს საკუთარი შეიარაღებული ძალების ახალი შესაძლებლობები დაანახა. კონკრეტული მაგალითების მოყვანა არ შემიძლია, თუმცა ნამდვილად დავრწმუნდით, რომ რუსეთს შეუძლია, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალიან რთული ოპერაციების ჩატარება და საქართველოში ინტერვენციის დროს მიღებული გაკვეთილები აითვისა. რუსეთს ახლა ძალიან ეფექტური შეიარაღებული ძალები ჰყავს.

 

ეს ქმნის საფრთხეს რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის NATO-ს წევრებისთვისაც. NATO რუსეთს პირდაპირ მოწინააღმდეგად არ მიიჩნევს, თუმცა იძულებულია, საკუთარი წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზომები მიიღოს. 2014 წლიდან NATO-მ ურთიერთმოქმედების გაძლიერებისკენ მიმართული სწავლების სერია ჩაატარა", - განაცხადა უოლანდერმა.


ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რატომ არ მიიღო NATO-მ ანალოგიური ზომები „საქართველოში მომხდარი კონფლიქტის" შემდეგ, სელესტ უოლანდერმა განაცხადა, რომ განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთი „საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც რუსული ჯარები იმყოფებოდნენ".

 

„საქართველოში ინტერვენციამ დაარღვია ევროპაში უსაფრთხოების შესახებ უამრავი შეთანხმება და გაერო-ს ქარტია. ჩვენ ამის შესახებ მაშინვე განვაცხადეთ. ჩემი მოსაზრებით, განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც უკვე იმყოფებოდნენ რუსული ჯარები (მშვიდობისმყოფელთა სახით). ეს არ ნიშნავს, რომ ინტერვენცია დაშვებული იყო, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ეს შერჩებოდა. დონბასში კი, რუსული ჯარები არ იყვნენ.

 

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ინტერვენცია წინ უსწრებდა მოვლენებს უკრაინის აღმოსავლეთში, თუმცა შედეგების თვალსაზრისით, დონბასი გაცილებით უფრო სარისკო ოპერაცია იყო. მოვლენები უკრაინასა და სირიაში გვიჩვენებს, რომ რუსეთი მზად არის, სამხედრო ძალა სულ უფრო სარისკო ოპერაციებში გამოიყენოს", - განაცხადა ობამას თანაშემწემ.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016