reportiori.ge - ვლადიმირ პუტინი: რუსეთი დარტყმით სისტემებს განავითარებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 09:03
მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი: რუსეთი დარტყმით სისტემებს განავითარებს
ავტორი:
10 ნოემბერი, 2015. 20:16


„რუსეთი განავითარებს დარტყმით სისტემებს, რომლებიც ნებისმიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს დაძლევს", - „ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს.


„ჩვენ ვიმუშავებთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზეც, მაგრამ პირველ ეტაპზე, როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, ვიმუშავებთ დარტყმით სისტემებზეც, რომლებიც შეძლებენ დაძლიონ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნებისმიერი სისტემები", - განაცხადა პუტინმა.


როგორც პუტინი აცხადებს, აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ჭეშმარიტი მიზანია, რუსეთის ბირთვული პოტენციალის განადგურება.

 

„თანაც არც ჩვენი შეშფოთება, არც წინადადებები თანამშრომლობის შესახებ, სამწუხაროდ, მხედველობაში არ მიიღება", - აღნიშნა პუტინმა.


მისივე განცხადებით, რუსეთს არაერთხელ არწმუნებდნენ, რომ აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ევროპული სეგმენტი ვითარდება ირანის ბალისტიკური რაკეტების გამო.


„თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ვითარება დარეგულირებულია და ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმებები. თუმცა, ამის მიუხედავად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე მუშაობა მაინც გრძელდება", - აცხადებს პუტინი.


მისი თქმით, ამერიკა თავისი გეგმების განსახორციელებლად ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეს არის ამოფარებული.

 

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთი მიიღებს შესაბამის ზომებს სტრატეგიული ბირთვული ძალების პოტენციალის გასამყარებლად", - განაცხადა პუტინმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016