reportiori.ge - სად გაუჩინარდა დიმა ობოლაძე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 08:18
პრეს-დაიჯესტი
სად გაუჩინარდა დიმა ობოლაძე?
ავტორი:
10 ნოემბერი, 2015. 23:24


ტელეწამყვანი დიმიტრი ობოლაძე უკვე რამდენიმე დღეა "რუსთავი2″-ის ეთერში აღარ ჩანს. მას 22 ოქტომბრიდან არ წაუყვანია "კურიერის" სპორტული ბლოკი და არც გადაცემა "სხვა შუადღეში" გამოჩენილა, რომლის ერთ-ერთი თანაწამყვანი გახლავთ.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ დავასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულების გამო, მას არხი დაატოვებინეს.


გავრცელებულ ინფორმაციას „პრაიმტაიმნიუსთან" ობოლაძე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეთერში ჯანმრთელობის პრობლემების გამო აღარ ზის. ობოლაძე აქვე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება სამართლებრივი დავა.


"22 ოქტომბრიდან ნამდვილად არ ვარ ეთერში. ფეხზე ოპერაცია გავიკეთე და მთელი ეს დღეები სახლში ვარ. ახლაც ხელჯოხით მოვედი ცოტა ხნით სამსახურში და ისევ მივდივარ. ერთი რამ მინდა გარკვევით ვთქვა: მე ამ ტელეკომპანიაში უკვე 20 წელია ვმუშაობ და სანამ "რუსთავი2″ იარსებებს არსად წასვლას არ ვაპირებ. მე დავრჩები ამ არხზე და ნებისმიერი მფლობელის პირობებში გავაგრძელებ ჩემს საქმეს", - აცხადებს ობოლაძე.

 

 

წყარო:  „primetimenews.ge"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016