reportiori.ge - მამუკა არეშიძე: სამწუხაროდ, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები იმ იდეალებს იზიარებენ, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზია ქადაგებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 08:41
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: სამწუხაროდ, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები იმ იდეალებს იზიარებენ, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზია ქადაგებს
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 11:31



„დიახ, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები იმ იდეებს იზიარებენ, რომლებსაც „ნაცმოძრაობის" პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2" ქადაგებს!" - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და მასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე საუბრისას აცხადებს. როგორც არეშიძემ „ასავალ-დასავალთან" ინეტრვიუში განაცხადა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სწორად მოიქცა, როდესაც აშშ-ის საელჩოს განმარტების გაკეთება მოსთხოვა.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს მიაბეს, რაც ქართველი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

 

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები საქართველოში ცხოვრობენ და ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავენ, მაგრამ მაინც „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება მათთვის მიუღებელია!

 

დიახ, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები იმ იდეებს იზიარებენ, რომლებსაც „ნაცმოძრაობის" პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2" ქადაგებს!

 

ცალსახად უნდა ითქვას, რომ თეა წულუკიანი აბსოლუტურად მართალი იყო, როცა აშშ-ის საელჩოსგან განმარტების გაკეთება მოითხოვა!" - განაცხადა არეშიძემ.

 

 

წყარო:   „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016