reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: დაფიქრდნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, რატომ მოიხსენიებს სააკაშვილი მათ იდიოტებად?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 08:30
პრეს-დაიჯესტი
ალექსანდრე ქანთარია: დაფიქრდნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, რატომ მოიხსენიებს სააკაშვილი მათ იდიოტებად?
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 11:32

 

 

საპარლამენტო ურმავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ობიექტურად დააკვირდნენ. ამის შესახებ ქანთარია „კვირის ქრონიკას" ესაუბრა და აქვე დაინტერესდა, თუ რატომ არ რეაგირებენ „უცხოელი მეგობრები", როდესაც მათ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იდიოტებს უწოდებს.


„მართალია, ჩვენი უცხოელი მეგობრები ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ კარგი იქნება, თუ უფრო ყურადღებით დააკვირდებიან ასევე იმ მხარესაც, რომელიც მათ იდიოტებად მოიხსენიებს. როცა ჩვენს უცხოელ მეგობრებს ეგონათ, რომ სწორედ „ნაციონალები" არიან დემოკრატიის შუქურის ავტორები, მოისმენდნენ მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, როგორ ამკობს სააკაშვილი მის ერთგულ დამცველებს. ამასაც ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ჩვენი მეგობრები და დაფიქრდნენ, რატომ მოიხსენიებს სააკაშვილი მათ იდიოტებად? თუ მათი მხრიდან დაკვირვება იქნება ობიექტური, არ იქნება ცალმხრივი, ჩვენც ეს გვინდა. დააკვირდნენ და გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი", - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

წყარო:   „კვირის ქრონიკა"

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016