reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: ადვოკატმა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ადვოკატებს სამართლებრივად მოუგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:11
პრეს-დაიჯესტი
გელა ნიკოლაიშვილი: ადვოკატმა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ადვოკატებს სამართლებრივად მოუგო
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 13:58

 

 

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი „რუსთავი 2"-ის სასამარტლო პროცესებთან დაკავშირებით:


„- ურთმელიძეს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მოსამართლემ ჯერ 3 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც „რუსთავი-2"-ის წილები პირდაპირ მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეაჩერა.


ხალვაშის დაცვის მხარის ადვოკატმა პაატა სალიამ „რუსთავი-2"-ის 8 თუ 10 ადვოკატს სამართლებრივად მოუგო, როდესაც მან საპროცესო კოდექსში გამონახა მუხლი, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა იგივე განხორციელებულიყო - აქცენტი გააკეთა სსკ-ს 271-ე მუხლზე, სადაც წერია, რომ სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც მოსამართლემ ვადებში დააკმაყოფილა.


როცა „რუსთავი-2"-ის ადვოკატები და გულშემატკივრები ამბობდნენ, ასეთი კანონი არ არსებობს, ურთმელიძემ გამოიგონაო, დღეს აცხადებენ, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, რომ მან ეს მუხლებიც ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოსო, მაშინ ჩნდება კითხვა, თუ ეს მუხლები არ არსებობდა, მაშინ რისი შეჩერება და გაუქმება მოითხოვეს? თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ ეს მუხლები და ურთმელიძის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ ჩათვალეთ, რომ გაიმარჯვებენ ყარამანიშვილები, ტელეკომპანიის გუშინდელი მმართველობა და „ნაციონალური მოძრაობა": ეს გარკვეული ტესტია, რომელიც გამოაჩენს, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო „ნაცმოძრაობის" რუპორი. ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადახრილია „ნაციონალებისკენ" და აშკარად მიკერძოებულია, გიგი უგულავას საკითხის განხილვამ დაადასტურა - კოსმოსური სისწრაფით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი დღით მაინც მოხერხებულიყო მისი გარეთ გამოყვანა. ამის მიუხედავად, არა მგონია, საკონსტიტუციო სასამართლომ აშკარა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და ყველასთვის ცხადი გახადოს თავისი მიკერძოებულობა".




წყარო: საქართველოს რესპუბლიკა




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016