reportiori.ge - ზაალ უდუმაშვილი: კომპანიას სერიოზული ფინანსური ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი და ამას სამ დღეში ვერ შევძლებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:48
მედია
ზაალ უდუმაშვილი: კომპანიას სერიოზული ფინანსური ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი და ამას სამ დღეში ვერ შევძლებ
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 15:23



„დავით დვალთან შეხვედრაზე ჩემი მხრიდან გამოსავალი ასეთი იყო, რომ ისინი უნდა გაემიჯნონ ამ პროცესებს და დაველოდოთ სასამართლო პროცესებს. მე კარგად განვუმარტე მას, რომ დროებითი მმართველობა აზიანებდა მის იმიჯს, თუ კიდევ რამეში ჰქონდა შერჩენილი", - ამ განცხადებას „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი დავით დვალის საპასუხოდ აკეთებს.


„ერთადერთი გამოსავალი ის იყო, გაცლოდნენ ამ ვითარებას და სამართლებრივ ჩარჩოებში გაგვეგრძელებინა ბრძოლა. არხის დროებით მმართველობაზე თანხმობა არ განმიცხადებია. ტელევიზიის ნორმალურად ფუნქციონირება დამოკიდებულია დროებით მმართველებზე და მათ გადაწყვეტილებაზე. ის, რომ ცდილობენ, მე ამკიდონ გაუაზრებელი ვალდებულებები, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ვალდებულებებს ვერ ავიღებ ჩემს თავზე. მითუმეტეს, რომ კომპანიას სერიოზული ფინანსური ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი და ამას სამ დღეში ვერ შევძლებ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


შეგახსენებთ, ტელეკომპანიის ყოფილი დამფუძნებლის ჯარჯი აქიმიძის და ტელეკომპანიის დროებითი მმართველების დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის გადაწყვეტილებით, დროებითი მმართველობის უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს გადაეცა.

 

„პრობლემა იყო ზუსტად ის, რამე პრობლემა არ შექმნოდა ტელეკომპანიას. ეს იყო ჩვენი მოტივაცია და დავთანმხდით იმას, რომ დროებით მმართველობა არ აგვეღო. საზოგადოებაში გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ვიზიარებ, რომ საკამათო პუნქტებია. აქედან გამომდინარე, კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, სანამ არ გაირკვევა, რამდენად ვარ მიუკერძოებელი პირი, სასამართლო პროცესში, რადგან არ ვარ მონაწილე, მზადყოფნა გამოვთქვით, შემდეგ ინსტანციებში გასაჩივრებულიყო, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ვიმოქმედებდით. იმისთვის, რომ ჩვენ არ შევდივართ, მეორე მხარეს კი შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, მივმართეთ ყარამანიშვილებს, რათა არანაირი შეფერხება არ ყოფილიყო. სრულიად შესაძლებელია, გაურკვეველ პერიოდში შეიქმნას პრობლემა. მიუხედავად არაადეკვატური პასუხისა, რაც მივიღეთ, რომ საერთოდ არ გვცნობენ, მათ უფლება არ აქვთ არაფრის. გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და შევხვდი „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს. ვუთხარი, თუ ორივე მხარეს სურს, დაძაბულობა თავიდან ავიცილოთ, მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებები, მივცე მინდობილობა. ისევ ვამბობ, მეორე მხარე, რომელიც აცხადებს, რომ არ გვცნობს, სიტუაციას ცაიტნოტში აგდებს. ანუ, მე იძულებით უნდა გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რაც მიუღებელია ჩემთვის. არასდროს, არაფერი ძალით არ მოხდება. ვერ ვგრძნობ მათი მხრიდან თანამშრომლობის სურვილს. ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, ეს არის ქაღალდი და მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებები მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს. მას აქვს უფლება მინიჭებული, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და სრულფასოვნად შეუძლია იმოქმედოს. სასამართლო პრობლემა „რუსთავი 2"-ს აღარ ექნება. ამ საკითხში, ძალიან უცნაურია, მაგრამ ერთიანები ვართ. გაძლევთ გარანტიას, მართვის პრობლემა არ იქნება. დღეს ზაალ უდუმაშვილს აქვს სრული უფლება, ნორმალურად აფუნქციონიროს „რუსთავი 2", - განაცხადა დვალმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016