reportiori.ge - ანატოლი იაკუნინი: მოსკოვის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 08:46
მსოფლიო
ანატოლი იაკუნინი: მოსკოვის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 16:18



რუსეთის შსს-ს მოსკოვის სამმართველოს უფროსმა ანატოლი იაკუნინმა, ტელეკომპანია როსია24"-ის ეთერში განაცხადა, რომ მოსკოვის პოლიცია ექსტრემისტული საფრთხეების გამო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.



მოსკოვის შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობა გავაძლიერეთ იმ საფრთხეების გამო, რომლის შესახებაც ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან ვიღებთ", - განაცხადა ანატოლი იაკუნინმა.



იაკუნინის განცხადებით, პოლიცია ამოწმებს სამეწარმეო ზონებს, ბაზრებსა და ყველა იმ ადგილს, სადაც შესაძლოა, უცხო ქვეყნების მოქალაქეები ან ტერორიზმთან დაკავშირებული პირები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, გაძლიერებულია სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მეტროპოლიტენის კონტროლი.



პარალელურად, რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის შემოწმება დაიწყეს, რომლის მიხედვითაც, ცოტა ხნის წინ რუსეთში ჩასული 18 თვითმკვლელი ტერორისტი მოსკოვსა და ყაზანში ტერაქტებს გეგმავს. შეტყობინებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ მოსახლეობამ სახალხო ადგილებში ყოფნისგან თავი უნდა შეიკავოს, განსაკუთრებით კი, ეს სავაჭრო ცენტრებს ეხება.



რუსეთის შსს-ს ოფიციალური წარმომადგენელის ელენა ალექსეევას განცხადებით, შსს ყველა საჭირო ზომას მიმართავს აღნიშნული ტექსტის გავრცელების წყაროს დასადგენად.



რუსეთში აღნიშნულ ინფორმაციას „პროვოკაცია" უწოდეს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დაძაბულობისა და პანიკის დათესვაა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016