reportiori.ge - შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის საბერძნეთის ორი მოქალაქე დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:10
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის საბერძნეთის ორი მოქალაქე დააკავა
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 10:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საბერძნეთის მოქალაქეები, მამა-შვილი - 1989 წელს დაბადებული ალეკო ჟ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო 1964 წელს დაბადებული მამუკა ჟ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.



სამართალდამცველებმა ალეკო ჟ-ს პირადი ჩხრეკისას 0,00061 გრ ჰეროინი და 0,0050 გრ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბის 4 ნატეხი, ხოლო მამუკა ჟ-ს კუთვნილი ველოსიპედის კორპუსიდან 0,6724 გრ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 141 აბი და 23 ნატეხი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა ჟ-მ ნარკოტიკი საბერძნეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.



ნარკოლოგიური შემოწმებით ალეკო ჟ-ს ბუპრენორფინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.



გამოძიება ალეკო ჟ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ხოლო მამუკა ჟ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016