reportiori.ge - ვახტანგ ძაბირაძე: დღევანდელ სიტუაციაში მმართველმა კოალიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:01
პრეს-დაიჯესტი
ვახტანგ ძაბირაძე: დღევანდელ სიტუაციაში მმართველმა კოალიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 10:42


პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, დეკემბერში მმართველი კოალიციის ყრილობაზე სავარაუდოდ, იქნება მსჯელობა იმ საკითხზე, შეინარჩუნებს თუ არა კოალიცია ერთიანობას. 


„ძირითადი წამყვანი ძალა „ქართული ოცნებაა" და მათზე იქნება დამოკიდებული, მიდიან თუ არა კოალიციის დაშლაზე. ჩემი შეფასებით, დღევანდელ სიტუაციაში კოალიცია უნდა შენარჩუნდეს. „ქართულ ოცნებას" საკმაოდ რთული პერიოდი აქვს, არჩევნებამდე დარჩა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ რაღაც რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას. „რესპუბლიკელები" შიდა ურთიერთობებს უკეთ იცნობენ. მე, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, არ ვურჩევდი კოალიციის დატოვებას. სხვა საკითხია, თავად რას გადაწყვეტს კოალიცია. რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, არა მგონია. მთავრობამ რაიმე ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომ კოალიციის წევრები იძულებული გახადოს, კოალიცია დატოვონ", - განაცხადა ძაბირაძემ.


წყარო: გაზეთი „ალია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016