reportiori.ge - ნიკუშა შენგელაია: ეს არხი საერთოდ გათიშული მაქვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 10:35
პრეს-დაიჯესტი
ნიკუშა შენგელაია: ეს არხი საერთოდ გათიშული მაქვს!
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 13:45


მხატვარი ნიკუშა შენგელაია „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული ტელევიზიის უფლებამოსილებაშეჩერებული დირექტორი ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის" წევრია და ცდილობს, „რუსთავი 2" თავის ჟურნალისტებიანად ამ პარტიის ინტერესებს მოახმაროს. მისივე თქმით, გვარამაიას თანამშრომლების ბედი საერთოდ არ ადარდებს.

 

მხატვრის თქმით, „რუსთავი 2" და თავისუფალი სიტყვა სხვადახვა ცნებებია.


„საერთოდ არ ესმით, რა არის თავისუფლება. ნუთუ მართლა ჰგონიათ, მათ ვინმე უსმენს? ერთმანეთს აქეზებენ  და უნდათ, რომ „რუსთავი 2", როგორც თავისუფალი სიტყვის ბასტიონი, ისე შემოგვტენონ. არადა, ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა დემაგოგიასა და ტყუილზეა აგებული. ბევრ მათგანს მორალური უფლება არ აქვს, ჟურნალისტებად იმუშაონ. ისინი საკუთარ პირად და მატერიალურ ინტერესებს იცავენ. "რუსთავი 2"-თან ურთიერთობა ძალიან მარტივად გავწყვიტე, ეს არხი საერთოდ გათიშული მაქვს. მათი დემაგოგიისა და შეფუთული ტყუილების მოსმენის დრო საერთოდ არ მაქვს", - განაცხადა შენგელაიამ.

 

წყარო: „საერთო გაზეთი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016