reportiori.ge - მადლობა ქალბატონ თეა წულუკიანს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:56
პრეს-დაიჯესტი
მადლობა ქალბატონ თეა წულუკიანს
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 14:04


ქალბატონ თეა წულუკიანის მიმართ თავიდანვე უღრმესი პატივისცემითა და სიმპატიით ვიყავი განმსჭვალული მისი ნიჭიერების, პრინციპულობისა და შეუპოვრობის გამო. 2012 წლის საარჩევნო ბატალიების დროს ის ერთგულად ედგა მხარში ბატონ ბიძინა ივანიშვილს და უშიშრად, გაბედულად ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა სრულიად საქართველოს. იგი დღესაც ერთგულია საკუთარი მრწამსის და განაგრძობს სააკაშვილის კაცთმოძულე რეჟიმის მხილებას, რითაც აქტიური წვლილი შეაქვს თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.


აღტაცებას და აღფრთოვანებას იწვევს ამ პატარა, საოცრად მომხიბლავი ქალის ის შემართება და პრინციპულობა, რომლითაც იგი იცავს საკუთარ პოზიციებს, აკრიტიკებს ოპონენტებს, რომლის დროსაც მას არ ღალატობს ტაქტი და რკინისებური ლოგიკა. მის გაბედულებას ბევრი ვაჟკაცი ინატრებდა. მისებური შეხედულებებით ბევრი მეცნიერი მოიწონებდა თავს.


მისი ამასწინანდელი გამოსვლაც მსგავსი გაბედულებითა და ლოგიკურობით იყო გაცისკროვნებული, რამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზოგადოებაში. ამ ერთი შეხედვით სუსტმა და ნაზმა ქალბატონმა გაბედა იმის თქმა, რასაც თითქმის ყველა საღად მოაზროვნე, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გულის სიღრმეში ფიქრობს,  მაგრამ ხმამაღლა თქმასა და გამჟღავნებას ერიდება. ქალბატონმა თეამ გაბედა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიუთითა, რომ საქართველოს შინაურ საქმეებში უაპელაციო ჩარევა ჩრდილს აყენებს არა მარტო ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ თანამშრომლობას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თვით შეერთებულ შტატებს, რომელიც მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შუქურას და გარანტს წარმოადგენს. მსგავსი რამ ასევე შეუთავსებელია დიპლომატის საქმიანობასთან, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს კომპრომისების გამონახვისაკენ და არა პროცესების ესკალაციისაკენ. „რუსთავი-2"-ის გარშემო ატეხილი ხმაური ქართული საზოგადოების შიდა პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დონეზე გადაწყვეტს. მასში გარედან ჩარევები მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესს გაამწვავებს და გაართულებს.


საქართველო უძველესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, რომელშიც ტოლერანტობა ლამის რელიგიის დონეზეა აყვანილი, ამიტომ ყოველი ჩვენგანი მტკივნეულად განიცდის იმას, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხებში ჩვენს განათლებას, „შემწყნარებლობისა და სამართლიანობის ანბანს მენტორულად გვიკითხავენ".


ბარაქალა ქალბატონ თეას იმისათვის, რომ მან მტერსა და მოყვარეს თვალნათლივ დაანახვა ვისი გორიანი ვართ და რომ ჩვენნაირ ერთან მიზანშეუწონელია მოუზომავი გაუწონასწორებელი ლაპარაკი.


„მართალი სიტყვა, ჭკუა-გონება,

დიახ, ეს არის შენი ქონება".


მინდა ეს სიტყვა სვანური უძველესი ეპოსით დავამთავრო:

„სანთელს დავანთებთ წმინდა ადგილზე,

აუგ ხსენებას მოვერიდებით,

მგელს ბორკილი, დათვს ლაგამი!

დიდება შენდა დალბედნიერო!"

 

 

უღრმესი პატივისცემით

თენგიზ ონიანი



გაზეთი „საქართველოს რესპულიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016