reportiori.ge - პაატა ბურჭულაძის ახალი ორგანიზაცია - „საქართველოს განვითარების ფონდი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:20
პრეს-დაიჯესტი
პაატა ბურჭულაძის ახალი ორგანიზაცია - „საქართველოს განვითარების ფონდი“
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 16:22


ქართველმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ ახალი ორგანიზაცია დააფუძნა, რომლის მიზანია „ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია". იქნება თუ არა ეს ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდება პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერიც ბურჭულაძე იქნება, ჯერ უცნობია.


ორგანიზაცია „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" (ააიპ) საჯარო რეესტრში 2015 წლის 30 ოქტომბერს გატარდა რეგისტრაციაში. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა პაატა ბურჭულაძე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი - ივანე მაჭავარიანი (პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი). ამას გარდა, სამეთვალყურე საბჭოს წევრები არიან მერაბ ტყეშელაშვილი (რუსთავის ყოფილი მერი) და ირაკლი გურჩიანი („ტოიოტა ცენტრი თბილისის" დირექტორი).


ორგანიზაციის წესდების მიხედვით, მისი მიზანია, წარუდგინოს ფართო საზოგადოებას წინადადებები შემდეგი მიმართულებით: სახელმწიფო მმართველობა და დემოკრატია, კონსტიტუციური საკითხები, ეკონომიკური პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, საგარეო პოლიტიკა, სამოქალაქო შერიგება და ა.შ.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, აგვისტოში გაზეთმა „ალიამ" გაავრცელა. „ალიას" ცნობით, პაატა ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბრის ბოლოს მიიღებს. „ალია" ასევე აცხადებს, რომ ბურჭულაძეს მხარს ბიზნესწრეები, საპატრიარქო, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი უჭერს.


მანამდე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა. ინტერვიუში ბურჭულაძე ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიათი დაწყებული მას პოლიტიკაში მოსვლას ყველა ლიდერი სთავაზობდა, მაგრამ არ დათანხმებულა. თუმცა ამავე ინტერვიუში ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში სხვაგვარად მოიქცეს.


„თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს",- ამბობს ინტერვიუში ბურჭულაძე. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე არ მიიღებს.



წყარო: „ნეტგაზეთი" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016