reportiori.ge - არეულობა ათენში - სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 09:03
მსოფლიო
არეულობა ათენში - სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 17:39


ათენში გამართული მასობრივი საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ათენში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. დაახლოებით 300 ნიღბიანი ადამიანი პოლიციელებს დაუპირისპირდა და მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინა. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.


პოლიციის ინფორმაციით, ათენის ქუჩებში 16 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, ბერძენი ჟურნალისტები კი იტყობინებიან, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა 50 ათასს აღწევს.


მასობრივი აქციები საბერძნეთში პირველად იმართება მას შემდეგ, რაც ალექსის ციპრასმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. დღეს ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა. პროტესტის ნიშნად, დაიხურა სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებები, საავადმყოფოები და აფთიაქები. შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი, შეწყდა სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა, გაუქმდა 30-ზე მეტი შიდა ავიარეისი, დაიხურა მუზეუმები. გაფიცვას შეუერთდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც აშუქებენ მხოლოდ გაფიცვასთან დაკავშირებულ მოვლენებს.


მოსახლეობა საერთაშორისო კრედიტორებთან მესამე მემორანდუმის გაფორმებას აპროტესტებს, რომელიც, მორიგი კრედიტის მიღების სანაცვლოდ, პენსიებისა და ხელფასების შემცირებას, ახალი გადასახადების დაწესებასა და სხვა ზომების მიღებას ითვალისწინებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016