reportiori.ge - კახა ცხადაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:37
სპორტი
კახა ცხადაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
ავტორი:
12 ნოემბერი, 2015. 17:56


საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ესტონეთთან წაგებული ამხანაგური მატჩის (0:3) შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან საუბრისას აღნიშნა, რომ თამაშში დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ქართველ საზოგადოებას ბოდიშს უხდის.


„მინდა, ქართველ საზოგადოებას ასეთი წაგებული თამაშის შემდეგ ბოდიში მოვუხადო. ამხანაგურ მატჩს თავისი დატვირთვა აქვს. ჩვენთვის ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, შედეგიც ყოველთვის მნიშვნელოვანია. ესტონეთის ნაკრებმა დაგვანახა, რომ მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური, გუნდი მოედანზე მოსაგებად უნდა გამოვიდეს. პირველი, რაშიც ჩვენ წავაგეთ, ეს იყო მოძრაობა და განწყობა. მე ასე მომეჩვენა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ვერ შევძელი, გუნდი ფსიქოლოგიურად ისე განმეწყო, როგორი განწყობაც ჰქონდა ესტონეთის ნაკრებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლომდე გამომეყენებინა შეცვლები, რათა დამენახა ყველა ფეხბურთელის პოტენციალი. ტყუილად ხომ არ გამოვიძახე ფეხბურთელები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის უნდა დავეყრდნოთ მომავალ თამაშებში, სწორედ ეს დატვრითვაც აქვს ამხანაგურ თამაშებს. ჩვენ დავინახეთ, რომ სამი ცენტრალური მცველით საკმაოდ კარგად ვიცავთ თავს. გამოჩნდა, რომ ორი ცენტრალურის თამაშზე გადასვლის შემდეგ ძალიან დიდი სივრცეები გაჩნდა და ინდივიდუალურ სისწრაფეებში წავაგეთ. გარდა ამისა, ბევრჯერ წავაგეთ ინდივიდუალურ ორთაბრძოლებშიც. ამ თამაშს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და იმედია, ის ფეხბურთელები, რომლებიც არ გვყავდა, მოკლე ხანში დაგვემატებიან", - განაცხადა ცხადაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016