reportiori.ge - შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:02
სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 10:28



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ზვიად ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,34638 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც შემდეგ მარნეულის რაიონის სოფელ საიმერლოში სხვადასხვა დროს უკანონოდ გაასაღა.



ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.



გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო აწარმოებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016