მხატვარი ნიკუშა შენგელაია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებს აკრიტიკებს. მისი თქმით, მესამე სექტორმა ზოგჯერ უნდა გადააფასოს იურისპრუდენციის კანონიკური ცოდნა და ის, თუ სად წყდება მათი ქვეყნის ბედი.
„გასაგებია, რომ კანონი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ ჯერ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კანონი დაირღვა, ჯერ ჩვენ გაგვაგებინონ და დასავლეთს მერე მისწერონ. ადამიანებს კარგად ესმით, რას ემსახურება „რუსთავი 2". ამ ისტერიკას ეს ერთი არხი აწყობს. როგორც კი მას გათიშავ, დაინახავ, რომ ქარავანი ისევ მიდის. არასამთავრობოების უკან სხვა ინტერესები დგას. ისინი ყურადღების ღირსნიც კი არ არიან. სჯობს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ. არა უშავს, იყეფონ ძაღლებმა, მთავარია, ქარავანი გზის ბოლომდე მივიდეს", - განაცხადა შენგელაიამ.
წყარო: „საერთო გაზეთი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)