reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ეს კანონპროექტი თინეიჯერული გამოკვლევების საფუძველზე დაწერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:38
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი სესიაშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ეს კანონპროექტი თინეიჯერული გამოკვლევების საფუძველზე დაწერა
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 10:55



თინეიჯერული გამოკვლევების საფუძველზე დაწერილს უწოდებს სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს ირაკლი სესიაშვილი. თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ვერ ერკვევა.

 

„ზურაბ ჯაფარიძე რამდენ პოპულისტურ კანონპროექტსაც შემოიტანს, დამერწმუნეთ, ნამდვილად ვერ ვივლით მის ჭკუაზე. ის სავარაუდოდ, ვერ ერკვევა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, არ იცის, რა არის თავდაცვა, მოქალაქეების მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განტკიცებაში. არც მთავრობისთვის უკითხავს, არც კვლევა ჩაუტარებია, რამდენად ეფექტურია ქვეყნის დაცვისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური, არც ის გამოუკითხავს სარეზერვო სამსახურისთვის, რამდენად აუცილებელია, რომ მოქალაქეები ჩართულნი იყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ეს არის პოპულისტური კანონპროექტი, რომლის უკანაც არ არსებობს პასუხისმგებლობა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის,თავდაცვის სფერო და რაღაც თინეიჯერული გამოკვლევების საფუძველზე დაწერა ეს კანონპროექტი", - განაცხადა ჯაფარიძემ.


წყარო: გაზეთი „ალია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016