სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, „მაიდანის" მოვლენებისას უკრაინის უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალის გადამეტებას, თუმცა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ არ იკვეთება.
ანგარიშში საუბარია გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე როგორც აქციის მონაწილეების, ისე ჟურნალისტების მიმართ.
გარდა ამისა, ბენსუდას განცხადებით, ყურადღებით აკვირდებოდა „მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა შეუერთდა რომის სტატუტს, მაგრამ ვინაიდან დოკუმენტის რატიფიცირება არ მოუხდენია, სტატუტის წევრი არ არის. თუმცა, კიევმა აღიარა საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე ქვეყანაში განვითარებულ დანაშაულების გამოძიების თვალსაზრისით.