reportiori.ge - მაია ნიკოლეიშვილი: ჟურნალისტები პარტიული პროპაგანდის იარაღად იქცევიან იმიტომ, რომ სწორედ ეს მენეჯმენტი მართავს კომპანიას ასე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:47
პრეს-დაიჯესტი
მაია ნიკოლეიშვილი: ჟურნალისტები პარტიული პროპაგანდის იარაღად იქცევიან იმიტომ, რომ სწორედ ეს მენეჯმენტი მართავს კომპანიას ასე
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 11:14



„დღეს ნაპროკურორალ გვარამიას კაპრიზზე იგება დღევანდელი პოლიტიკური ამინდი", - ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს და „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განმარტავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს „რუსთავი 2"-ში.

 

„ხალხი გამოდის გვარამიას სამსახურის გადასარჩენად. ნებისმიერი საქმიდან რჩება ნარჩენი. რა არის ამ პროცესების მშრალი ნარჩენი? - ის, რომ მენეჯერი გაათავისუფლეს. მოდით, „რუსთავი 2" დავყოთ 4 პლასტად: პირველი არის „რუსთავი 2", როგორც სიმბოლო. ეს სიმბოლო ყველასთვის ძალიან ძვირფასია და ყველას ძალიან გვიყვარს. ეს იყო ტელევიზია, რომელმაც მაუწყებლობა მაშინ დაიყო, როდესაც თავისუფალი სიტყვა საერთოდ არ არსებობდა და მართლაც გაიგივებულია თავისუფალ აზრთან. მეორე პლასტია ამ ტელეკომპანიის მესაკუთრეები: ისინი სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდნენ, ზოგჯერ ძალადობით, ზოგჯერ ნებით. ვიცით, რომ ყველაფერი ეს ეროსი კიწმარიშვილმა დაიწყო, მერე მოხდა რამდენიმე ძალადობრივი ცვლილება, რამაც დღევანდელობამდე მიგვიყვანა - მიდის დავა მესაკუთრეებს შორის... მესამე არის „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები. სხვათაშორის, ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე არავის არასდროს უთქვამს, რომ ისინი არაპროფესიონალები არიან. შეიძლება ამბობენ, რომ არიან პროპაგანდისტები, მაგრამ არაპროფესიონალები  - არასდროს. ეს სკოლა მართლა არსებობს, საიდანაც მართლაც უძლიერესი კადრები გამოდიან. ეს ადამიანები, სადაც არ უნდა წავიდნენ, ყოველთვის პროფესიონალურად შეასრულებენ საკუთარ საქმეს. თუმცა, მოსდით ერთი შეცდომა, ისინი საკუთარ თავს აიგივებენ „რუსთავი 2"-ის სიმბოლოსთან. იგივე შეცდომა მოსდის ამ არხის მაყურებელსაც და ეს არის ამ ტელევიზიის ეზოში შეკრების მიზეზი. არადა, არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ამ კომპანიაში არსებობს დამქირავებელი და დაქირავებული. და მთელი ეს ჟურნალისტთა კორპუსი არის დაქირავებული. თუ მეპატრონეს მისი მუშაობა მოსწონს, ტოვებს, თუ არა - უშვებს. და ბოლოს, მეოთხე პლასტი - ეს არის ამ ტელეკომპანიის მენეჯმენტი. ჟურნალისტები პარტიული პროპაგანდის იარაღად იქცევიან იმიტომ, რომ სწორედ ეს მენეჯმენტი მართავს კომპანიას ასე. ამ არხის დღევანდელი მენეჯმენტი კი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი პარტიის რუპორია. შესაბამისად, მენეჯმენტი აძლევს კომპანიას დაკვეთას სრულ სცრუეზე. შესაბამისად, ამ არხის პროდუქტი არის სუფთად მენეჯმენტის ნამუშევარი. შესაბამისად, საზოგადოება „რუსთავი 2"-ის ამ მენეჯმენტს შეჰყავს შეცდომაში", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

 

წყარო:   „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016