reportiori.ge - რადას წარმომადგენელმა სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 09:01
მსოფლიო
რადას წარმომადგენელმა სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 11:32



რადას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი ივანჩუკმა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც ივანჩუკმა უკრაინულ ტელეარხ „24"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სააკაშვილმა მას ქურდი უწოდა.


სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის სახელმწიფომ მმართველობიდან უნდა მოაშოროს ოლიგარქები, რომლებიც უკრაინას თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ.

 

„ოლიგარქებს მიაჩნიათ, რომ უკრაინა მათი საკუთრებაა, აქციონერული კომპანიასავით, რომელსაც ისინი მართავენ და შემდეგ დირექტორთა საბჭოს ნიშნავენ. დირექტორთა საბჭო - არ არიან მინისტრები, ეს ის ხალხია, რომლებიც რეალურად აკონტროლებენ ჩვენს სახელმწიფოს და რომლებიც უნდა მოვაშოროთ მმართველობიდან.

 

ჩვენ უნდა მოვაშოროთ ისინი უკრაინის მმართველობას, მათ არ უნდა მიაჩნდეთ, რომ უკრაინა მათი საკუთრებაა. საკმარისია ის მილიარდები, რაც მათ ჭამეს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მილიარდების ნაწილს მაინც დავიბრუნებთ... ხოლო მანამდე, მათ უნდა დატოვონ ქვეყნის მმართველობა.

 

ეს ხალხი ძარცვავს უკრაინას. საიდან აქვთ მათ ფული? გამოსაძიებელია არამარტო კორბანის საქმიანობა, ასევე კოლომოისკის, ივანჩუკის, მარტინენკოს... ყველა ქურდი ციხეში უნდა იყოს, თუნდაც პრეზიდენტის ან პრემიერის გუნდს წარმოადგენდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ „24"-ის პირდაპირ ეთერში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016