reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: როდის უნდა გახდეს საქართველო NATO-ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ და არა სამხედროები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:38
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი სესიაშვილი: როდის უნდა გახდეს საქართველო NATO-ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ და არა სამხედროები
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 11:58


 

„NATO-სკენ მიმავალ გზაზე აშკარაა, წინ მივიწევთ", - აცხადებს თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც ირაკლი სესიაშვილმა „ალიას" განუცხადა, სამხედროების საქმეა, შეაფასონ NATO-ს წევრობის სავარაუდო კანდიდატი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეიარაღებული ძალები, სამხედრო მოსამსახურეები რამდენად მზად არიან NATO-ს წევრობისთვის, რამდენად აკმაყოფილებენ მის სტანდარტებს სამხედრო კუთხით.

 

„NATO-ს სამხედრო ხელმძღვანელობამ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ თუ ვინმე მზად არის NATO-ს წევრობისთვის თავისი სამხედრო კომპონენტებით, ეს არის საქართველო. ჩვენი სამხედროები მუდამ უმაღლეს შეფასებებს იმსახურებენ NATO-ს მოქმედი გენერალიტეტისგან. როდის უნდა გახდეს საქართველო NATO-ს წევრი, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ და არა სამხედროები", - განაცხადა სესიაშვილმა.


ცნობისთვის, NATO-ს ყოფილი მთავარსარდალის მოადგილემ რიჩარდ შირეფმა განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის დიდხანს მოუწევს ლოდინი.

 

 

წყარო: გაზეთი „ალია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016