ადვოკატი გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ არ არის საკმარისი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსის დაკავება, რადგან სასწრაფოა, მისი მოადგილეც დააკავონ. ადვოკატის განცხადებით, როცა მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მოადგილე უფროსის გვერდით იმყოფებოდა:
„ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო მისი დაკავება, რათა არ მომხდარიყო სხვა მოწმეებზე ზემოქმედება. მე ვფიქრობ, მან უკვე მოასწრო თავის თანამშრომლებზე ზემოქმედება, რადგან ისინი არ აძლევენ გამოძიებას სრულყოფილ ჩვენებას. ამიტომ, მარტო ამით არ უნდა დამთავრდეს ეს პასუხისმგებლობა. პასუხისგებაშია მისაცემი პირველ რიგში მისი მოადგილე, ეს სასწრაფოა!" - განაცხადა მდინარაძემ „რუსთავი 2"-თან საუბარში.
შეგახსენებთ, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავეს.