reportiori.ge - სქემა N1 – როგორ ატყუებენ კომპანიები სამსახურის მაძიებლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 10:28
პრეს-დაიჯესტი
სქემა N1 – როგორ ატყუებენ კომპანიები სამსახურის მაძიებლებს
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 17:01



„უმუშევრობასთან ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული თაღლითური ჯგუფები უმუშევრებზე ხელს ითბობენ და სერიოზულ ფინანსურ შემოსავალს ნახულობენ", - ამის შესახებ „ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარე გია ბურჯანაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, ეს არის კარგად ორგანიზებული 7-8 კაციანი ორგანიზებული დაჯგუფება, რომლის მთავარი მიზანია თითოეული მსხვერპლისგან 37 ლარის ამოღება.


 „სქემა არის ასეთი: ცხადდება ვაკანსია, მაგალითად, პიარმენეჯერის პოზიციაზე. დაინტერესებული ადამიანი მიდის ამ ორგანიზაციაში, რომ მიიღოს ინფორმაცია აღნიშნული ვაკანსიის შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდგომ, სამსახურის მაძიებელი გადადის შემდეგ ეტაპზე, კონკრეტულ კომისიასთან გასაუბრებას. რაც შეეხება მესამე ეტაპს, აქ უკვე ითხოვენ 37 ლარს იმისთვის, რომ გააფორმონ ხელშეკრულება. მიდის სამსახურის მაძიებელი და რიცხავს ამ 37 ლარს ანგარიშზე. ამის შემდეგ მიმდინარეობს უკუპროცესი, ადამიანთან, რომელმაც ეს თანხა შემოიტანა, ისე უნდა იმუშაონ ფსიქოლოგიურად, რომ უარი თქვას სამსახურზე. ხვდებიან ამ ადამიანს კომპანიის წარმომადგენლები და ეუბნებიან, რომ მან მათი კომპანიისგან უნდა იყიდოს კონკრეტული პროდუქცია, ეუბნებიან, რომ დასაქმების მსურველებმა ეს უნდა გაყიდონ და თუ შეხედავენ, რომ მათ აქვთ გაყიდვის შნო, ასეთ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ მასთან თანამშრომლობას. აქ ხვდება ადამიანი, რომ პიარმენეჯერის პოსტზე კი არა, რაღაც ბიზნესოპერატორის ფუნქციაზე ესაუბრებიან, რომელმაც უნდა იმუშაოს დისტრიბუტორის პრინციპით და უკვე იწყებს უკუსვლას. უარს ამბობს ასეთ სამსახურზე და ითხოვს მის მიერ გადახდილ 37 ლარს, მაგრამ ეუბნებიან, რომ აი, გარკვეულ კომპანიას რომ დააკავშირეს და რაღაც მომსახურებები გაუწიეს, ის 37 ლარი მაგისი იყოო. მთავარი ისაა, რომ სამსახურის მაძიებლებს ისე „აბოლებენ", რომ კანონთან წინააღმდეგობაშიც კი ვერ მოდიან. ადამიანმა შს სამინისტროს რომ მიმართოს, იმდენი დაკითხვის პროცედურა უნდა გაიაროს, რომ 37 ლარს კი არა, 300 ლარს გადაიხდი, ოღონდაც შეგეშვან. ან უნდა აიყვანოს ადვოკატი, რასაც მინიმუმ 200-500 ლარი სჭირდება. უმუშევარს კი ამის საშუალება არ აქვს... " - განაცხადა ბურჯანაძემ.




წყარო: გაზეთი „ალია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016