მსოფლიო
პოლონეთში მთავრობა გადადგა
13 ნოემბერი, 2015. 18:45
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ ევა კოპაჩის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტი გადადგა. ქვეყნის კონსტიტუციის ნორმის თანახმად, აღნიშნულის შესახებ კოპაჩმა ახალი სეიმის (ქვედა პალატის) პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომლის ფორმირებაც 25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხდა.
„ჩვენ პატივს ვცემთ არჩევნების შედეგებს", - განაცხადა კოპაჩმა.
მისი თქმით, წარმატებებს უსურვებს ექს-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკის გამარჯვებულ პარტიას „კანონი და სამართლიანობა".
მან ახალი კაბინეტის მთავარ ამოცანად უმუშევრობასთან ბრძოლა, ეკონომიკური ზრდა, ფინანსური სტაბილურობა და ოჯახებზე ზრუნვა დაასახელა.
კოპაჩის პარტიამ „სამოქალაქო პლატფორმა" 2007 წლიდან პირველად დათმო გამარჯვება და ის არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ის ოპოზიციაში გადავიდა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40