ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნის შეჩერების შესახებ საგანგებო ბრიფინგით აფასებს.
გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული და წორი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობას უხდოს და აღნიშნავს, რომ ახლა მთავარი სიტყვა საერთო სასამართლოთა სისტემას ეკუთვნის.
„დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრატიას, მის ევროატლანტიკურ მომავალს და რაც მთავარია მისცა შანსი თავისუფალ მედიას, საქართველოს მთავრობას, რომ სახე შეინარჩუნოს და ამ პროცესიდან ღირსეულად გავიდეს.
ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ.
მივმართავ საქართველოს მთავრობას- ამ ვითარებაში უკან დახევა არ იქნება დამარცხება. პირიქით, ამ ვითარებაში უკან დახევა იქნება გამარჯვება, გამარჯვება საკუთარ თავზე და ქვეყნის ინტერესებისთვის. გაეცალეთ ამ პროცესებს, გაარიდეთ ამ პროცესს ყველა ის ადამიანი, ვინ თქვენს ინტერესებს უკანონოდ გამოხატავს და მიეცით შანსი მართლმსაჯულებას.
ჩვენთვის ნიშვნელოვანია ვემსახუროთ სიტყვის თავისუფლებას იმ გაგებით, როგორიც ჩვენ გვგონია სწორი.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა არასამთარობო ორგანიზაციას, ვინც ამ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იდგა ჩვენს გვერდით და იცავდა ქვეყნისა და საკუთარ პოლიტიკურ მომავალსაც.
კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთი აგური მაინც დადო არა რუსთავი 2-ის საქმეში, არამედ საერთო საქვეყნო საქმეში. ამ ეტაპზე ჩვენ გამარჯვებულები ვართ. შემდეგი სიტყვა არის საერთო სასამართლოთა სისტემაზე. მეგობრებო, გაუფრთხილდით იმას, რაც ყველაზე ძნელად ასაშენებელია- თქვენს რეპუტაციას."- განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სასამართლომ ძმები ყარამანიშვილების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნორმა, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ, შეაჩერა.