reportiori.ge - დავით ბერძენიშვილი: მითები, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ყველაზე პოპულარულია და „რესპუბლიკური პარტია“ ერთ პროცენტიანი- დაიმსხვრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 09:35
პრეს-დაიჯესტი
დავით ბერძენიშვილი: მითები, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ყველაზე პოპულარულია და „რესპუბლიკური პარტია“ ერთ პროცენტიანი- დაიმსხვრა
ავტორი:
13 ნოემბერი, 2015. 23:13


ფრაქცია „რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი for.ge-თან საუბარში „პატრიოტთა ალიანსისა" და „რესპუბლკური პარტიის" შესახებ საუბრობს.


როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, მითები იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსი" ყველაზე პოპულარულია და „რესპუბლიკური პარტია" ერთ პროცენტიანი, საგარეჯოს რაიონში გამართული შუალედური არჩევების შემდეგ დაიმსხვრა.


„საგარეჯოს ყველა საარჩევნო უბანში, როგორც „პატრიოტთა ალიანსის", ასევე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხელს იმ ოქმებს აწერენ, რომელიც ადასტურებს, რომ არჩევნების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თამარ ხიდაშელს არჩევნები სპეცუბნების შედეგების გარეშეც აქვს მოგებული. სპეცუბანი საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნა და უხამსი ტყუილები, რომ არიქა, საგარეჯოელი 25 კაცი იყო და სპეცუბანი რატომ შეიქმნა, ანა-ბანაა. ეს ხალხი ამ ტერიტორიაზე დისლოცირებული იანვრის შემდეგაა. საია-ს, „სამართლიანი არჩევნებისა" და ირმა ინაშვილის სურვილის შესაბამისად და ჩვენი წარმომადგენლების თანხმობით, უჯარმის მე-13 უბანი გაიხსნა და შედეგების თავიდან გადათვლა მოხდა. შედეგები ერთ-ერთში დაჯდა და ცოტა ის მიკვირს, რომ აღნიშნული ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, მათ მიერ მოთხოვნილი შედეგების გადათვლის თაობაზე ინფორმაცია არ დაიდო.

რესპუბლიკელებს პატრიოტიზმში შევარდნაძის წიაღში გამოზრდილი ჟურნალისტი ნუ შეგვეჯიბრება, რადგან ჩვენი პარტია დისიდენტური წარმომავლობისაა. მითი იმის შესახებ, რომ ინაშვილი და მისი გუნდი პატრიოტებით სავსეა, ხოლორესპუბლიკური პარტია" არაეროვნულია, 93-ჯერ დაიმსხვრა. ასევე კვლავ დაიმსხვრა მითი, რომრესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი მოწყვლადი და სუსტია. კოალიციის პარტიებიდან წარდგენილი კანდიდატების გამარჯვების სტატისტიკა რომ აიღოთ, ნახავთ, რომ ყველაზე მაღალი პროცენტი რესპუბლიკელებს აქვთ. ივანიშვილის კოალიციაშირესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა პლიუსია და არა მინუსი. როგორც წესი, რესპუბლიკელობა ცნობადობასა და კვალიფიკაციას ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პარლამენტში ევრაზიული ხვრელი არ დავუშვით და ძალიან ვეცდებით, რომ მათ მაღალი კონკურენციის შესაძლებლობა არც მომავალ არჩევნებში ჰქონდეთ. ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებული ევროპულ ინტეგრაციაზეა და ევროპული არჩევანის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივება, რომელსაცპატრიოტთა ალიანსი" ცდილობს, საგარეჯოს ამომრჩეველმა არ დაუშვა.

 

თამარ ხიდაშელმა 2000 ხმა იორმუღალოში მიიღო, რაც დიდი პლუსია, რადგან ეს რაოდენობა დაახლოებით იმდენია, რაცქართულმა ოცნებამ" თვითმართველობის არჩევნებზე მიიღო. 2008-2010 წლის გაყალბებულ არჩევნებზე, სააკაშვილმა იორმუღალოში 6-7 ათასს ხმას იღებდა, რომელიც მათ ხელისუფლებას მითვისებული ჰქონდა. ეს არჩევნები იყო სუფთა და ინაშვილის განცხადება, რომ მას თურმე, ქორწილში 500 კაცი ტაშს უკრავდა, ხოლო ოლქში 25 ხმა მიიღო, ეს ძალიან დიდ პოლიტიკურ გამოცდილებასა და ცოდნაზე მეტყველებს. როდესაც ინაშვილი მეჩეთების წინააღმდეგ იბრძოდა, რესპუბლიკელებს დაბალანსებული პოლიტიკა გვქონდა და უმცირესობებმა იციან, რომ მათ ჩვენგან რელიგიური ნიშნით ჩაგვრა არ ემუქრებათ."- აღნიშნავს ბერძენიშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016