reportiori.ge - საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა Bataclan-ის თეატრზე შტურმი დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:14
მსოფლიო
საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა Bataclan-ის თეატრზე შტურმი დაიწყო
ავტორი:
14 ნოემბერი, 2015. 04:03


 

საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა Bataclan-ის თეატრზე შტურმი დაიწყო. ტერორისტებს იქ ამ დროისთვის, 60-მდე ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეატრში 100-მდე მძევალი იყო და 30-მდე მათგანმა თავის დაღწევა შეძლო.


პარიზში ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 60-მდე გაიზარდა. პარიზში ტერორისტული აქტები დღეს იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოლანდმა განცხადება სატელვიზიო გამოსვლისას ცოტა ხნის წინ გააკეთა. მანვე ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.

ამასთან, როგორც ოლანდმა აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა. ხვალ პარიზში სასწავლო დაწესებულებები - უნივერსიტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაკეტილი იქნება.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016