მსოფლიო
საფრანგეთში ტერორისტული აქტების დროს 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
14 ნოემბერი, 2015. 10:21
ფრანგული გამოცემა France 24 პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბატაკლანის თეატრში დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია.მათ შორის ოთხი ტერორისტია. სულ კი ტერორისტული აქტების დროს, არსებული მონაცემებით, 150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
პარიზში ტერორისტული აქტები დღეს იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოლანდმა ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.
ოლანდის განცხადებით, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40