reportiori.ge - გიორგი ფოფხაძე: ეს ტრაგედია ძალიან ბევრ რამეს შეცვლის არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:08
მსოფლიო
გიორგი ფოფხაძე: ეს ტრაგედია ძალიან ბევრ რამეს შეცვლის არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში
ავტორი:
14 ნოემბერი, 2015. 10:37


საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შესახებ სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:

 

„მოკლედ, მეგობრებო, ჯერჯერობით ყველაფერი დამთავრდა პარიზში. თუ ამას დამთავრება ჰქვია, უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული სიცოცხლე შეეწირა ვიღაც ფანატიკოსი არაადამიანების გამორეცხილ ტვინებში მომწიფებულ ტერორისტულ აქტს... პარიზში მოხდა ტრაგედია, რომელიც ალბათ ძლიან ბევრ რამეს შეცვლის არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მე არ შევეცდები რაიმე ანალიზის და შეფასებების გაკეთებას, რადგან ჯერ ერთი, ცხელ ტვინზე შეფასებები არ კეთდება და მეორე, შეფასებებს ხვალ და ზეგ, უკვე ჩემზე გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანები გააკეთებენ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და რანაირად მოუვიდა საფრანგეთის „ნაქებ" კონტრდაზვერვას კიდევ ერთი „ჩაფლავება". მე პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ საფრანგეთს და ფრანგ ხალხს", - წერს ფოფხაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016