მოხდა ის, რისიც ეშინოდათ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს - მეგავულკანი, რომელიც აშშ-ის იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში მდებარეობს, გაიბზარა. ვულკანოლოგები ამ მოვლენას სხვა სიტყვებით ვერ აღწერენ - ისინი ამას აპოკალიფსის დასაწყისს ეძახიან.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბიგჰორნის მთაში ნადირობისას მიწაზე უზარმაზარი ბზარი აღმოაჩინეს. მიწა 700 მეტრ სიგრძეზე და 40 მეტ სიღრმეზეა გახლეჩილი. ეს კი აისბერგის ზედაპირია მხოლოდ, რომელსაც მთელი მსოფლიოს განადგურება შეუძლია.
მეგავულკანები ისეთივე დიდ საშიშროებას წარმოადგენენ დედამიწისათვის, როგორსაც მეტეორები. იმის გარდა, რომ ამოფრქვევის შედეგად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინეტი სრულად მოისპობა, მთელი მსოფლიოს მოსახლეობას გრძელვადიანი ბირთვული ზამთარი ელოდება. ასეთი რამ კი არაერთხელ მომხდარა. ჩვენს პლანეტაზე დროდადრო გამყინვარების პერიოდი დგება, რაც უმეტეს წილად მეგავულკანების ამოფრქვევის შედეგად ხდება. ამ საზარელი საშიშროებისგან თავის დაღწევა წარმოუდგენელია.
იქიდან გამომდინარე, რომ მეცნიერებისთვის ეს სულაც არ იყო ახალი და უცხო მოვლენა, მათ დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენის გეგმა მოიგონეს, რასაც „გეგმა რენესანსი" დაარქვეს. ისინი ათი წელია აგროვებენ ყველა ცოცხალი ორგანიზმის დნმ-ს და სპეციალურ სამალავში ინახავენ. თუმცა, ჯერ ვულკანის ამოფრქვევის ზუსტი დროის დადგენა შეუძლებელია.
წყარო: life.mediamall.ge