სამართალდამცველებმა ბავარიაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, საფრანგეთში მომხდარი ტერორტისტული თავდასხმების თანამონაწილეა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის ავტომანქანაში პისტოლეტები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და რამდენიმე კილოგრამი ტროტილი აღმოაჩინეს. მამაკაცის დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ის პარიზში აპირებდა გადაადგილებას.
პარიზის სხვადასხვა ადგილზე წუხელ რამდენიმე ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებს, სპორტულ მოედნებს და მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს. შეიარაღებულმა პირებმა თეატრ„ ბატაკლანში" როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი.
წყარო - info9.ge