„ჩვენ, თქვენი გერმანელი მეგობრები, თქვენს გვერდით ვართ. თქვენთან ერთად ვგლოვობთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელემიმართვაში და საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
შავი კოსტიუმით შემოსილი კანცლერი აღელვებას ვერ ფარავდა და მთელ ევროპას ერთად დგომისაკენ მოუწოდა - „თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ასეთი წარმოუდგენელი აქტი განახორციელა".
„ეს არის თავდასხმა თავისუფლებაზე არამარტო პარიზში, ჩვენ ყველანი ვართ მათი სამიზნეები. ამიტომაც საჭიროა საერთო რეაგირება", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა და გერმანელ ხალხს სიმშვიდისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თავისუფლება ტერორზე ძლიერია. მაშ ვუპასუხოთ ტერორისტებს ჩვენი ფასეულობების მტკიცე დაცვით", - განაცხადა ანგელა მერკელმა.