ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნების" სიით გასული უპარტიო დეპუტატი კახა მიქაია ზუგდიდის საკრებულომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიქაიას განმარტებით, ის სხომებზე რამდენიმე თვე არ დადიოდა, რასაც მისი გათავისუფლება მოყვა.
„ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. საკრებულოს სახით სახელისუფლებო ტრიბუნა დავკარგე, რომელიც არც მანამდე მქონია, მაგრამ ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე განვაგრძობ „ოცნებაში" პორტირებული „ნაციონალების" მხილებას. მე ვერ დავჯდებოდი იმ საკრებულოში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია; სადაც გამგებელი არის ყოფილი, ცნობილი ნაციონალი და არჩევნების გამყალბებელი; სადაც „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე არის ბაჩო ახალაიას ხელისბიჭი..." - განაცხადა მიქაიამ.
წყარო: „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)